ეუთოს ახალი გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი გახდა
მსოფლიო

ჰელგა შმიდი
ფოტო: AFP
გერმანელი დიპლომატი ჰელგა მარია შმიდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალი გენერალური მდივანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობა Twitter-ზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეუთო/ოდირის დირექტორი იტალიელი მატეო მეკაჩი გახდა, ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლეს კომისრად ყაზახი ყაირათ აბდრაჰმანოვი დაინიშნა, მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი კი პორტუგალიელი მარია ტერეზა რიბეირო გახდა.
It‘s official: @OSCE pS have appointed 🇩🇪Helga Schmid as new Secretary General, 🇮🇹Matteo Mecacci as @osce_odihr director, 🇰🇿Kairat Abdrakhmanov as @oscehcnm & 🇵🇹Maria Teresa Ribeiro as @OSCE_RFoM.
— Germany in the OSCE (@GER_OSCE) December 4, 2020
Congrats to @AlMissionVienna for the fantastic work throughout the year!#OSCEMC2020 pic.twitter.com/tftYdCiwZ5
ამ თანამდებობაზე ჰელგა შმიდმა შვეიცარიელი თომას გრემინგერი შეცვალა.





