Politico: ეროვნულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მემარჯვენეებს ევროკავშირის გარდაქმნა სურთ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
Politico წერს, რომ ევროპაში მემარჯვენე ძალები ევროკავშირის გარდაქმნას გეგმავენ. რამდენიმე დღეში ესპანეთში, მომავალ წელს კი საფრანგეთში, იტალიასა და პოლონეთში არჩევნებია.
ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ თანათავმჯდომარემ კინგა გალმა გამოცემას უთხრა, რომ ევროპის საბჭოში გავლენის გაზრდის შემთხვევაში, ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომას მოითხოვს.
გალის თქმით „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიან. პოლიტიკური ჯგუფის პოზიციით, პრიორიტეტულია ფერმერებისა და რეგიონების დაფინანსება.





