ფხენიანის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი სტუდენტი გარდაიცვალა
მსოფლიო

ოტტო უორმბირი
ამერიკელი სტუდენტი, 22 წლის ოტტო უორმბირი აშშ-ში ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ნათესავებმა განაცხადეს, - წერს სააგენტო AFP.
<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr"><a href="https://twitter.com/hashtag/BREAKING?src=hash">#BREAKING</a> US student Otto Warmbier, who was evacuated from North Korea, has died, according to his family</p>— AFP news agency (@AFP) <a href="https://twitter.com/AFP/status/876901519681101824">June 19, 2017</a></blockquote>
<script async src="//platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
უორმბირი ფხენიანმა 13 ივნისს გაათავისუფლა. მან ჩრდილოეთ კორეა კომის მდგომარეობაში დატოვა, რომელშიც 2016 წლის გაზაფხულზე ჩავარდა. აშშ-ში მას ტვინის უჯრედების მასობრივი კვდომა დაუდგინეს.
ჩრდილოეთ კორეის ვერსიით, უორმბირი ბოტულიზმით დაავადდა და დამამშვიდებელი პრეპარატის მიღების შემდეგ კომაში ჩავარდა. ეს მოხდა მალე მას შემდეგ, რაც 2016 წელს მას პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვისთვის 15-წლიანი კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს.





