19 აგვისტო 2020, 19:27
დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, Goodyear-ის საბურავები არ შეიძინონ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, Goodyear-ის საბურავები არ შეიძინონ.
„არ იყიდოთ Goodyear-ის საბურავები. მათ ახლახან ჩვენი კამპანიის ქუდები აკრძალეს. შეიძინეთ უკეთესი საბურავები უფრო იაფად. ეს ის არის, რასაც რადიკალი მემარცხენე დემოკრატები აკეთებენ. ჩვენც უნდა დავიწყოთ მსგავსი თამაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.





