პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შექმნა
მსოფლიო

პენტაგონი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პენტაგონში განმარტეს, რომ პროექტის მიზანი ასეთი ფენომენების ბუნებასა და წარმომავლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა. ჯგუფის მუშაობას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სამინისტრო უხელმძღვანელებს.
ჯგუფი დააფიქსირებს და შეისწავლის ობიექტებს, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ პენტაგონი სერიოზულად უდგება შეტყობინებებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ მფრინავი ობიექტების შესვლის შესახებ, რომლებსაც ამის ნებართვა არ აქვთ და ყველა ასეთ ინციდენტს ყურადღებით სწავლობს.





