07 აგვისტო 2020, 18:16
ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა
მსოფლიო

ფოტო: Nati Harnik/AP
გაზიარება
ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი 10.2%-მდე შემცირდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში აშშ-ში სამუშაო 12 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა.
შედარებისთვის, ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა.




