ალასკაზე 1952 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნეშტები იპოვეს
მსოფლიო

ფოტო: Senior Airman Jonathan Valdes Montijo/U.S. Air Force
ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯის მახლობლად მდებარე მყინვარე კოლონიზე გათხრების დროს ამერიკელმა სამხედროებმა 1952 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნეშტები იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
1952 წლის 22 ნოემბერს სამხედრო ვაშინგტონიდან ალასკაზე რეისს ასრულებდა სამხედრო თვითმფრინავი C-124 Globemaster, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 11 წევრი და 41 მგზავრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის სპეციალისტები 9 ადამიანის ნეშტის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ.
დაღუპულთა საძიებო ოპერაცია მხოლოდ 2012 წელს დაიწყო, როდესაც სასწავლო ფრენის დროს ეროვნული გვარდიის მფრინავებმა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინეს.





