21 დეკემბერი 2016, 11:58
ნათია ჩაჩავა
ISIS-ი კარაკის ტერაქტზე პასუხისმგებლობას იღებს
მსოფლიო

გაზიარება
17 დეკემბერს იორდანიის ქალაქ კარაკში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" (ISIS) აიღო. ტერორისტული თავდასხმის დროს 9 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით რეიდები გამართა. CBC News-ის ინფორმაციით, ერთი-ერთი სპეცოპერაციის დროს 4 პოლიციელი დაიღუპა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.





