ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის ეროვნული საფრთხეების სიაში რუსეთი არ შეიყვანა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ამერიკულ გამოცემას Foreign Policy ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წერს, რომ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთი ამერიკის შეერთებული შატების ეროვნული საფრთხეების სიაში არ შეიყვანა.
გამოცემა წერს, რომ მაშინ როდესაც პენტაგონის წარმომადგენლები მოსკოვს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აღიქვამენ, ტრამპის ადმინისტრაციას როგორც ჩანს ასე არ მიაჩნია. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ბოლომდე დამუშავებული არ არის. კომენტარს არ აკეთებენ არც პენტაგონში.
დოკუმენტი პენტაგონს ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრმა გადასცა. ჩამონათვალში შედის ბრძოლა “ისლამურ სახელმწიფოსთან”, კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შექმნა, ასევე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. დოკუმენტში ნახსენებია ასევე ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეისადმი მიძღვნილი ბრიფინგები პენტაგონის წარმომადგენლების მონაწილეობით.





