20 მაისი 2017, 00:49
ტრამპი პირველ უცხოურ ტურნეს იწყებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
გაზიარება
19 მაისს, ამერიკის პრეზიდენტი თავის პირველ უცხოურ ტურნეს იწყებს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესრულებას შეუდგა, ის პირველად ტოვებს ქვეყანას.
დონალდ ტრმპის მარშრუტი სამი მთავარი მონოთეისტური რელიგიის - ისლამის, იუდაიზმის და ქრისტიანობის - დედაქალაქებისგან შედგება.
ამერიკის პრეზიდენტი ჯერ საუდის არაბეთს ეწვევა, შემდეგ ისრაელს, პალესტინის ავტონომიას და ვატიკანს, რის შემდეგაც ბრიუსელში ნატოს სამიტზე გაემგზავრება და ბოლოს სიცილიაში G7-ის ლიდერების შეხვედრას დაესწრება.





