ჰილარი კლინტონი ტრამპზე: პუტინის მარიონეტი კვლავ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს
მსოფლიო

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპი
ფოტო: Rick Wilking-Pool/Getty Images
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მარიონეტობაში დაადანაშაულა.
„პუტინის მარიონეტი კვლავ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. რუსეთის დახმარებას თავის ინტერესებში იყენებს. მან იცის, რომ ამის გარეშე ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - წერს კლინტონი Twitter-ზე.
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის თანამშრომელმა, შელბი პირსონმა 13 თებერვალს დახურული ბრიფინგი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტის წევრებისთვის და განუცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ერევა, რათა ტრამპის მეორე ვადით არჩევას შეუწყოს ხელი.





