ჯონსონი: არაერთი დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
ფოტო: Twitter
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ირანმა ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
„არაერთი დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა საზენიტო დანადგარმა ჩამოაგდო. შესაძლოა, ეს შემთხვევით მომხდარიყო“, - განაცხადა ჯონსონმა.
მანამდე უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანი კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომაც დაადანაშაულა.
ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.
თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.





