29 დეკემბერი 2019, 22:45
აშშ-მა სირიასა და ერაყში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში მებრძოლეთა ბაზებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იერიშის სამიზნე დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ იარაღის საცავები და სამეთაურო პუნქტები გახდა. იერიშის მიზეზი კი 27 დეკემბერს, კირკუკში ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა გახდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.
„ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს დაარსდა.





