ამერიკამ ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესა
მსოფლიო

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გააფართოვა. ინფორმაციას ამერიკის ფინანსთა სამინისტრო საკუთარ საიტზე აქვეყნებს.
სიაში შეზღუდვები დაწესებულია ორგანიზაციების და ცალკეული პირების მიმართ. ორგანიზაციები მოიცავს შრომის სამინისტროს და სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტს. სიაში შვიდი მაღლჩინოსნის გვარია. ესენი არიან ქვეყნის უშიშროების მინისტრი, პროვინცია ჰამგიონში პოლიტპატიმრების ბანაკის ხელმძღვანელი, კორეის შრომის პარტიის აგიტაციის და პროპაგანდის განყოფილების დირექტორის მოადგილე, კიმ ჩენ ინის უმცროსი და კიმ ჩენ იონი და სხვები.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტორო განმარტავს, რომ სანქციები არის პასუხი რეჟიმის მხიერ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე და ცენზურის მოქმედებაზე.
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დაწესებული აქვს მთელ რიგ ქვეყნებს, ასევე გაეროს, კერძოდ აკრძალული ბირთვული ცდების ჩატარების გამო.
გასული წლის ბოლოს, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო სანქციები გააფართოვა ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.





