23 ოქტომბერი 2019, 12:48
ინგლისში სატვირთო მანქანაში პოლიციამ 39 ადამიანის ცხედარი იპოვა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ინგლისში, ესექსის საგრაფოში პოლიციამ 39 ადამიანის ცხედარი იპოვა. გვამები სატვირთო მანქანის სათავსოში იყო. პოლიციის განცხადებით, სატვირთოს მძღოლი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამართალდამცველები ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გამოიძახა. სატვირთო მანქანა უოთერგლეიდის ინდუსტრიულ პარკთან იპოვეს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.





