აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა
მსოფლიო

მაიკ პენსი
ფოტო: Twitter
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
აუდიენციის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა. აშშ-ის სამთავრობო დელეგაციაში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი არიან.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს“, - მიმართავს ტრამპი ერდოღანს.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ მცირე 160 000 ადამიანს მოუწია. თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.





