გერმანიამ თურქეთში იარაღის ექსპორტი აკრძალა
მსოფლიო

ფოტო:shutterstock.com
გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თურქეთში იარაღის ექსპორტი აიკრძალა. Deutsche Welle-ს ცნობით, გადაწყვეტილება თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო მიიღეს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი გამოთქვამს ეჭვს, რომ გერმანიიდან ექსპორტირებული იარაღი შესაძლოა, სირიის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენონ.
გერმანიამ ანკარას იარაღს ექსპორტისთვის რიგი შეზღუდვები ჯერ კიდევ 2016 წელს დაუწესა.
თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.
თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 399 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. პენტაგონმა ანკარას ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.





