თურქეთი სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასაწყებად მზადაა
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: Twitter
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, უახლოეს დღეებში სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, უსაფრთხოების ზონის შექმნა სირიელების სამშობლოში დაბრუნების ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გეგმაა. მისივე თქმით, მდინარე ევფრატიდან აღმოსავლეთისკენ მდებარე ტერიტორიაზე 2 მილიონამდე ადამიანი უნდა დაბრუნდეს.
„ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაო, შევიმუშავეთ ოპერატიული გეგმები და ინსტრუქციები გავეცით. ოპერაცია როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო იქნება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.





