ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის გამო, ნავთობის ბაზრის "მხარდასაჭერად", საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ყველა შესაბამისი უწყება ჩააყენა საქმის კურსში, რათა საჭიროების შემთხვევაში ტეხასის შტატსა და სხვა ნავთობობიექტებზე დააჩქარონ პროცესი. მისი განცხადებით, აშშ-მა იცის, თუ ვინ იდგა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის უკან, თუმცა გამოძიების შედეგების დასრულებას ელოდება.
Based on the attack on Saudi Arabia, which may have an impact on oil prices, I have authorized the release of oil from the Strategic Petroleum Reserve, if needed, in a to-be-determined amount....
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 15, 2019
14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ობიექტები სახელმწიფო კომპანია Aramco-ს ეკუთვნის. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ კი თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.
ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო.
ირანის სარაკეტო პროგრამები მისი მეზობელების-სპარსეთის ყურის სუნიტური ქვეყნებისა და ისრაელის შეშფოთებას იწვევს. მას შემდეგ კი, რაც თეირანმა 29 იანვარს საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.





