ნორვეგიაში ძაღლების დახოცვის სავარაუდო მიზეზი დაასახელეს
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ნორვეგიაში ჯერჯერობით დაუდგენელმა დაავადებამ ათობით ძაღლის სიკვდილი გამოიწვია. ქვეყნის სურსათის უვნებლობის სამსახურის თქმით, 40-მდე ძაღლს აღენიშნებოდა დიარეა და ღებინება, რასაც მოგვიანებით რამდენიმე მათგანის სიკვდილი მოჰყვა.
ნორვეგიის ვეტერინარული სამსახურის განცხადებით, სამ ძაღლს ნაწლავის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა დაზუსტებით ჯერ არ შეიძლება იმის თქმა, გამოიწვია თუ არა შემთხვევა ბაქტერიამ. მათივე თქმით, ისიც დაუდგენელია, გადამდებია თუ არა დაავადება.
პირველი შემთხვევა დედაქალაქ ოსლოში დაფიქსირდა, სხვა ფაქტები სულ მცირე 13 ქალაქში აღრიცხეს.
ნორვეგიის ეროვნული მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობ დაავადებას სულ 25 ძაღლი ემსხვერპლა, თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახური ამ ცნობას არ ადასტურებს.





