საიდუმლო ანგარიში ტრამპის კომპრომატზე სიცრუე აღმოჩნდა
მსოფლიო

ბრიტანელი დაზვერვის აგენტის “საიდუმლო ანგარიში”, რუსეთთან ამერიკის პრეზიდენტის ღრმა კავშირებზე, სიცრუე აღმოჩნდა. “სიცრუის” ავტორი პოპულარული იმიჯბორდის 4chan-ის ე.წ. პრანკერია და ამის შესახებ ანონიმურ ფორუმზე თავად დაწერა, - იუწყება Gateway Pundit.
TFW /pol/ doesn't realize its own power level and fucks up big time pic.twitter.com/9swxeJOyrE
— Best of 4chan (@4chansbest) January 11, 2017
მისი თქმით, “საიდუმლო დოკუმენტის” ტექსტი ამერიკელ პოლიტიკურ მიმხილველს რიკ უილსონს ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში გადასცა. როდესაც CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ ხელთ ჰქონდა დოკუმენტი, რომელიც ტრამპის პირად ცხოვრებაზე სერიოზულ ბრალდებებს მოიცავდა, პრანკერმა სიტუაციის გარკვევა სცადა.
“უილსონმა იფიქრა, რომ მასალები ნამდვილია და ის ამერიკის დაზვერვას გადასცა, უწყებას კი აზრად მოუვიდა ამ დოკუმენტის საკუთარ დიდ ანგარიშში შეტანა, რომელიც ამერიკის არჩევნებზე რუსების გავლენას ეხებოდა. საბოლოო ჯამში, ტრამპი და ობამა ინდივიდუალურად ელაპარაკნენ აგენტებს, რომლებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსები ჩვენი ისტორიით გეგმავენ პრეზიდენტის შანტაჟს”, - განმარტავს ანონიმი.
მანამდე, იანვარში CNN-ი იუწყებოდა, რომ ყოფილი ბრიტანელი აგენტის ანგარიშები საფუძვლად დაედო აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშს ამერიკის არჩევნებში მოსკოვის ჩარევაზე.





