გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა პოზიციები გაიმყარეს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
ბრანდენბურგისა და საქსონიის რეგიონული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, არჩევნებში გამარჯვებულები ბრანდენბურგში - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, საქსონიაში კი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
სოციალ-დემოკრატებმა ბრანდენბურგში ხმათა 26.1% აიღეს, ხოლო სოციალ-დემოკრატებმა საქსონიაში 32.5%.
წინასწარი შედეგების თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერანტივა გერმანიისთვის" (AfD) საქსონიაშიც და ბრანდენბურგშიც პოზიციების გამაგრება შეძლო და მკვეთრად გაზარდა მოპოვებული ხმების რაოდენობა. ბრანდენბურგში AfD-მ 23.7%, ხოლო საქსონიაში 27.8% მიიღო. ამასთან, ბრანდენბურგში პოპულისტებს ჯერ კიდევ აქვთ პირველ ადგილზე გასვლის შანსი - წერს გერმანული გამოცემა.
საქსონიაში მესამე ძალა მემარცხენე პარტიაა - მას ხმათა 10.1% აქვს; ბრანდენბურგში კი ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 15.7% მიიღო. პირველ სამეულში ვერცერთ მიწაზე გამართულ არჩევნებში ვერ მოხვდნენ "მწვანეები".
ივარაუდება, რომ ბრანდენბურგსა და საქსონიაში ახალი მთავრობის ფორმირება რთული პროცესი იქნება, ვინაიდან ყველა პარტიამ დასაწყისშივე გამორიცხა AfD-სთან თანამშრომლობა.
ევროპაში ნაციონალისტური პარტიები სულ უფრო მეტ მხარდამჭერებს იძენენ. ამის შესახებ ვრცლად თემა იხილეთ ბმულზე.





