01 სექტემბერი 2019, 09:13
გერმანიაში კონცერტზე სცენა ჩამოინგრა
მსოფლიო

შემთხვევის ადგილი
ფოტო: Twitter
გაზიარება
გერმანიის ქალაქ ესენში კონცერტზე სცენა ჩამოინგრა. ტელერადიოკომპანია WDR-ის ინფორმაციით, შემთხვევა რეპერების Casper-ისა და Marteria-ს კონცერტის დროს მოხდა.
მათივე ცნობით, სცენის ჩამოვარდნა უამინდობამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ინციდენტის შემდეგ კონცერტი აღარ გაგრძელებულა.





