დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ხვდება
მსოფლიო

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი
ფოტო: facebook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენი ინს ხვდება.
შეხვედრის ადგილი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონაა.
ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და ბირთვულ განიარაღებაზე ჩრდილოეთ კორეისგან პირობების ცალმხრივად შესრულებას მოითხოვს.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. ჰანოიში გამართული შეხვედრა 27 თებერვალს ვადაზე ადრე დასრულდა. მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის თაობასა და ბირთვულ განიარაღებაზე აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.





