საუდელი მინისტრი ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას უარყოფს
მსოფლიო

იბრაჰიმ ალ-ასაფი
ფოტო: shutterstock.com
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას არ ეთანხმება.
Reuters-ის ცნობით, მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ანგარიში გარკვეულ წინააღმდეგობებს შეიცავს.
იბრაჰიმ ალ-ასაფის შეფასებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანიეს კალამარის განცხადებით, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ოფიციალური პირების კავშირი დადასტურდა. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელსაც 26 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრ ქვეყანას, მათ შორის საუდის არაბეთს წარუდგენს.





