Times: Huawei-ის სისტემაში სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის რისკი არსებობს
მსოფლიო

ფოტო:shutterstock.com
აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ ბრიტანეთს Huawei-ის ფინანსური მონაცემები გადასცა.
The Times-სი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აფინანსებენ და Huawei-ის სისტემაში სხვა სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის რისკი არსებობს. .
ბრიტანეთი აქამდეც ხედავდა საფრთხეს, რომ Huawei-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში, არსებობდა რისკი რის შედეგადაც ჩინეთი კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას შეძლებდა.
ამასთან Huawei აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებს.
საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად სმარტფონების მწარმოებელი Huawei აცხადებს, რომ 2018 წელს კომპანიის შემოსავლებმა $100 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.
Huawei განმარტავს, რომ 2018 წელს შემოსავალმა 721.2 მილიარდი იუანი ($107 მილიარდი) შეადგინა.
Huawei-ს აშშ და სხვა რამდენიმე ქვეყანა იმაში ადანაშაულებს, რომ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს. ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს.





