ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
კულტურა
ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდა. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოხსნა.
„ოსკარის“ ნომინანტები ასე გადანაწილდნენ:
საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოდნენ: Black Panther, BlacKkKlansman, Bohemian Rhapsody, The Favourite, Green Book, Roma, A Star is Born, Vice. გამარჯვებულია Green Book, რომელმაც ოსკარი ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური სცენარიც მიიღო. ხოლო საუკეთესო უცხოენოვან ფილმად Roma დასახელდა.
ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი: ალფონსო კუარონი (Roma), ადამ მაკკეი (Vice), სპაიკ ლი (BlacKkKlansman), პაველ პავლიკოვსკი (Cold War), და იორგოს ლანტიმოსი (The Favourite). ოსკარი მიღო ალფონსო კუარონიმ.
საუკეთესო მსახიობი კაცი: ვიგო მორტენსენი, ბრედლი კუპერი, იტან ჰოუკი, უილიამ დეფო, კრისტიან ბეილი და რამი მალეკი. ოსკარი მიიღო რემი მალეკმა.
Rami Malek accepts the Oscar for best actor: "I am the son of immigrants from Egypt, a first-generation American. And part of my story is being written right now." https://t.co/ouGxzSh2yG pic.twitter.com/MzrU7xlBFl
— CNN (@CNN) February 25, 2019
საუკეთესო მსახიობი ქალი: გლენ კლოუზი, ოლივია კოულმანი, მელისა მაკარტი, იალიცა აპარისიო და ლედი გაგა. ოსკარი გადაეცა ოლივია კოულმანს.
Olivia Colman is blown away as she accepts her Best Actress Award for her performance in @the_favourite. #Oscars pic.twitter.com/4oQAUUv19Y
— The Academy (@TheAcademy) February 25, 2019
საუკეთესო სიმღერად ფილმისთვის დასახელდა ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტი Shallow ფილმიდან "ვარსკვლავის დაბადება." "პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი შენ გარდა, რომელსაც შეეძლო ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა", - მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.
Look who stopped by the #Oscars Thank You Cam, presented by @Cadillac! Winners for Best Original Song from @starisbornmovie. @LadyGaga @MarkRonson #KeepRising pic.twitter.com/ooOGVOj3cr
— The Academy (@TheAcademy) February 25, 2019
Lady Gaga's #Oscars speech. pic.twitter.com/24PS9jfqRH
— BuzzFeed Arts & Entertainment (@BuzzFeedEnt) February 25, 2019
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცებიდან ოსკარზე ნომინირებულები იყვნენ: მაჰერშალა ალი, ადამ დრაივერი, რიჩარდ ი. გრანტი, სემ როკველი და სემ ელიოტი. ოსკარი მიიღო მაჰერშალა ალიმ.
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალებიდან ოსკარისთვის იბრძოდნენ: ეიმი ადამსი, მარინა დე ტავირა, რეჯინა კინგი, ემა სტოუნი და რეიჩელ უეისი. გამარჯვებულია რეჯინა კინგი.
კატეგორიაში საუკეთესო ანიმაციური ფილმი: Spider-Man: Into the Spider-Verse -ია გამარჯვებული.
საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის გახდა Black Panther.
გამარჯვებულების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.





