22 თებერვალი 2019, 23:04
არ. კელის სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ბრალი წარუდგინეს
კულტურა

რ. კელი
ფოტო: Facebook
გაზიარება
არ. კელის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ილინოისის შტატში ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ The Guardian-ი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს. მისი პირველი სასამართლო სხდომა 8 მარტს გაიმართება.
რობერტ კელის, რომელიც ახლა 52 წლისაა, უკვე 20 წელია ადანაშაულებენ. ამ ხნის განმავლობაში ის მოსამართლის წინაშე მხოლოდ ერთხელ წარსდგა. ეს 2008 წელს მოხდა, როდესაც დაზარალებულები ბავშვები იყვნენ. მაშინ კელი გამართლდა.





