26 ნოემბერი 2018, 12:38
რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა
კულტურა

ბერნარდო ბერტოლუჩი
ფოტო: facebook
გაზიარება
ლეგენდარული რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა. ის 78 წლის იყო. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს.
გარდაცვალების მიზეზად ონკოლოგიური დაავადების გართულება დასახელდა.
ბერნარდო ბერტოლუჩი იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი იყო. მან აშშ-ის კინოაკადემიის პრემია ოსკარი მიიღო ფილმისთვის „უკანასკნელი იმპერატორი."
ბერტოლუჩი კარგად იყენებდა თავის ფილმებს პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატავად: 1970 წელს გადაღებულ ფილმში „კონფორმისტი“ გაკრიტიკებულია ფაშისტური იდეოლოგია; ფილმში „მეოცე საუკუნე“ გაანალიზებულია მემარცხენებისა და მემარჯვენეების ბრძოლა.





