კახაბერ კუპატაძე
სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი მერიამ უნებართვოდ შეღება. ფოტოკოლაჟი
კულტურა

შელესილი და გადაღებილი გალავანი
ფოტო: Facebook
სიღნაღში ქალაქის ისტორიული გალავნის ნაწილი მის არქიტექტურასთან შეუსაბამოდ შელესეს. ფოტოები Facebook-ზე გავრცელდა. სიღნაღის მერიაში განმარტავენ, რომ გალავნის ეს ნაწილი დიდი ხნის წინ გაილესა, ახლა კი მათ უბრალოდ შეღებეს.
ამასთან, სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გალავნის იერსახის შეცვლაზე ნებართვა არ ჰქონდათ მიღებული.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/8Wj0bFUL9Z0" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტონ სიტუაციის გასარკვევად ადგილზე სპეციალისტები უკვე გაგზავნა.
სიღნაღის ციხე 1762 წელს ერეკლე მეფემ ააშენა.

ფოტო: მარიამ ყიასაშვილი

ფოტო: მარიამ ყიასაშვილი

ფოტო: კახა კუპატაძე

ფოტო: კახა კუპატაძე





