18 აგვისტო 2018, 18:30
არქეოლოგებმა ეგვიპტურ აკლდამაში უძველესი ყველი იპოვეს
კულტურა

ფოტო: UNIVERSITY OF CATANIA AND CAIRO UNIVERSITY
გაზიარება
არქეოლოგები, რომლებიც უძველეს ეგვიპტურ აკლდამაში აწარმოებდნენ არქეოლოგიურ სამუშაოებს იპოვეს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ყველის სუბსტანცია აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგების გუნდმა აკლდამაში იპოვა გატეხილი ქილა, რომელშიც გამკვრივებული მოთეთრო მასა აღმოაჩინა, თუმცა რა სახის საკვები პროდუქტი იყო ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მოგვიანებით კვლევამ დაადასტურა, რომ ქილაში არსებული მოთეთრო მასა ყველი იყო. აღმოჩენა 3,200 წლით თარიღდება.





