Rolling Stone-მა XXI საუკუნის 200 უდიდესი როკ-სიმღერა დაასახელა
კულტურა

Yeah Yeah Yeahs
ფოტო: Facebook
ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone XXI საუკუნის 200 უდიდესი როკ-სიმღერის სია გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა თაობის, სტილისა და ვოკალის მქონე შემსრულებლების კომპოზიციები შევიდა.
„ახლა, XXI საუკუნის დასაწყისში, შესაფერისი დროა პატივი მივაგოთ იმ სიმღერებს, რომელთა წყალობითაც ეს საუკუნე როკის მოყვარულთათვის ოქროს ხანად იქცა. თუმცა, ისევე როგორც ადრე, როკ-ენ-როლი ძალიან სწრაფად ვითარდება იმისთვის, რომ ჩარჩოებში მოექცეს, და სწორედ ამიტომ, ჩაკ ბერის დაბადებიდან საუკუნის შემდეგაც კი, ეს ჟანრი კვლავ სიცოცხლით სავსე და შეუპოვარია“, - წერს გამოცემა.
პირველი ადგილი ამერიკულ ინდი-როკ ჯგუფ Yeah Yeah Yeahs-ს ერგო, 2003 წელს გამოშვებული სიმღერით Maps. მეორე ადგილზე The White Stripes-ი აღმოჩნდა კომპოზიციით Seven Nation Army, ლიდერთა სამეულს კი როკ-ჯგუფი The Killers-ი ხურავს სიმღერით Mr. Brightside.





