Super Bowl 2027-ზე Jay-Z იმღერებს
კულტურა

Jay-Z
ფოტო: Reuters
ამერიკულ ფეხბურთში აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალის დროს გამართული შოუს ჰედლაინერი რეპერი Jay-Z იქნება.
2019 წლიდან პოპულარული შოუს ორგანიზებით თავად რეპერის კომპანია Roc Nation-ი არის დაკავებული, ხოლო Jay-Z საკვანძო როლს ასრულებს თითოეული გამოსვლისთვის შემსრულებლის შერჩევაში.
2027 წელს Super Bowl -ი 14 თებერვალს, ლოს-ანჯელეში გაიმართება. მატჩის შესვენების შოუ წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. აშშ-ში ამ შოუს სატელევიზიო აუდიტორია ხშირად 100 მილიონ ადამიანს აჭარბებს, ამასთან, მისი რეიტინგები თავად თამაშის მაჩვენებლებზე მაღალიც კი გამოდის.
მატჩის შესვენებისას, როგორც წესი, ყველაზე პოპულარული შემსრულებლები გამოდიან. სხვადასხვა წლებში მათ შორის იყვნენ The Rolling Stones-ი, ბიონსე, მადონა, პრინსი, ბრიუს სპრინგსტინი და სხვები. 2026 წლის სუპერბოულის შესვენებაზე პუერტო-რიკოელი რეპერი Bad Bunny გამოვიდა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე საუკეთესო ალბომისთვის „გრემი“ მიიღო.





