24 ოქტომბერი 2026, 00:01
თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში „ერთი ცის ქვეშ - მრავალი ხმა“ კონცერტი გაიმართა
კულტურა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ღონისძიება - „ერთი ცის ქვეშ - მრავალი ხმა“, გაიმართა.
კონცერტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურულ მრავალფეროვნებასა და მუსიკალურ მემკვიდრეობას მიეძღვნა.
მონაწილეებმა საკუთარი მუსიკალური ნომრები და ტრადიციები წარადგინეს. ღონისძიების მიზანი ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, ასევე მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო.





