Paramount-მა Warner Bros.-ი შეისყიდა
კულტურა

კორპორაციამ Paramount, რომელიც დევიდ ელისონს ეკუთვნის, Warner Bros.-ის შეძენა დაასრულა. ახალმა კომპანიამ სახელწოდება Skydance მიიღო. მან გაერთიანა ორი კინოსტუდია, ტელექესელების უზარმაზარი კონგლომერატი, ორი მსხვილი სტრიმინგ-სერვისი და რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაცია. ახლა ელისონისა და თანაგენერალური დირექტორის, ინონ კრეიცის წინაშე დგას ამოცანა, დაფარონ 80 მილიარდი დოლარის ოდენობის დავალიანება.
„დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ Skydance-ისთვის, არამედ მთელი ჩვენი ინდუსტრიისთვის. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო ამ ორი ლეგენდარული სტუდიის გაერთიანება და უფრო ძლიერი კონკურენტის შექმნა, რომელსაც ექნება ტალანტი, რესურსები და მასშტაბი, რათა შექმნას შთამბეჭდავი ისტორიები ყველა ჟანრში, ყველა პლატფორმაზე და მთელი მსოფლიოს აუდიტორიისთვის“, - ნათქვამია ელისონის განცხადებაში.
გარიგების თანხამ 110 მილიარდ დოლარს მიაღწია. Bloomberg-ის მონაცემებით, ეს მედიაინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შერწყმა გახდა.





