14 იანვარი 2018, 21:50
ცნობილია, როდის გამოვა ეკრანებზე "გალაქტიკის მცველების" მესამე ნაწილი
კულტურა

კადრი ფილმიდან "გალაქტიკის მცველები"
ფოტო: facebook
გაზიარება
კინოსტუდია Marvel-ი "გალაქტიკის მცველების"(Guardians Of The Galaxy) მესამე ნაწილს 2020 წელს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Comicbook-ი ავრცელებს.
ფილმის რეჟისორმა ჯეიმს განმა თაყვანისმცემლებს სასიხარულო ინფორმაცია Twitter-ით გაანდო და დაადასტურა, რომ ფილმის მესამე ნაწილზე ჯგუფი უკვე მუშაობს.
Coming in 2020. https://t.co/2kQbPHC5gP
— James Gunn (@JamesGunn) 14 January 2018
"გალაქტიკის მცველების" პირველი ნაწილი 2014 წელს გამოვიდა. მისი რეიტინგი IMDb-ზე 8.1-ია. ფილმის შემოსავალი 774,176,600 დოლარამდეა.





