ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება
კულტურა

The Pussycat Dolls
ფოტო: Rankin
ჯგუფმა The Pussycat Dolls დაადასტურა, რომ ახალი სინგლისა და მსოფლიო ტურნესთვის ტრიოს სახით ერთიანდებიან. ნიკოლ შერზინგერმა, ეშლი რობერტსმა და კიმბერლი უაიტმა უკვე გამოუშვეს ახალი ტრეკი სახელწოდებით Club Song, ივნისში კი კონცერტების სერიას დაიწყებენ. ტურნე სახელწოდებით PCD Forever-ის 53 კონცერტისგან შედგება. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან დაიწყება, სექტემბერში კი ევროპაში გადაინაცვლებს. ფონალური შოუ 13 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
ჯგუფის 6 წლის წინ დაგეგმილი გაერთიანება კოვიდ-პანდემიამ და სამართლებრივმა დავამ ჩაშალა. კიმბერლი უაიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „20 წლის შემდეგ კვლავ გაერთიანების შესაძლებლობა დაუჯერებელი რამაა“, ხოლო შერზინგერმა აღნიშნა, რომ „ყველაფრისთვის დრო იდეალურად შეირჩა“.
The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.





