წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს თანამდებობის დატოვება სურს
კულტურა

მედეა მეტრეველი
ფოტო: facebook
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო წერილს ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში "მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს". განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა, რაც საბჭოს წევრების აზრით, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ცენტრის საქმიანობას.
"სამწუხაროდ, ბოლო ეტაპზე, როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, ჩვენთვის - კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის - ცნობილიგახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე.ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის, გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებმნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევესაპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.
წიგნის ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, დღემდე,ცენტრის ძირითად საქმიანობასთან ერთად, წარმატებულად უხელმძღვანელეს ამ პროექტს. მათ მუშაობასაქვს მაღალი შეფასებადა ნდობა უცხოელიპარტნიორების და ქართული სალიტერატურო და საგამომცემლო სფეროს მხრიდან. შესაბამისად,დარჩენილ მოკლე პერიოდში, ნებისმიერი რყევები და მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოსწიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, მიგვაჩნია,დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას.
პროექტის მაღალსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ხელი უნდა შევუწყოთქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გააგრძელონ მუშაობა პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის", - წერია განცხადებაში.





