ცეცხლის ტაძარსა და ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა
კულტურა

ცეცხლის ტაძარი ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს "ცეცხლის ტაძარსა" და "ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსს" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
ნეკრესის ნაქალაქარის უნიკალური "ცეცხლის ტაძარი" 1984-1993 წლებში, არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გათხრების შედეგადაა გამოვლენილი. ტაძარი ჩვ. წ. IV ს-ში არის დანგრეული.
"ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის" ბაზილიკა ერთ-ერთი უადრესი სამნავიანი ტაძარია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პირველივე პერიოდში აშენდა.





