„ბრიჯერტონის“ მესამე სეზონის გადაღებები დაიწყო🎩ვიდეო
კულტურა

ჯონათან ბეილი
ფოტო: Netflix
Netflix-ის პოპულარული სერიალის, „ბრიჯერტონის“ მესამე სეზონის გადაღებები დაიწყო. შესაბამისი ვიდეო შოუს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
— Bridgerton (@bridgerton) July 20, 2022
სერიალის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანებზე იქნება დაფუძნებული და ამჯერად სიუჟეტის ცენტრში კოლინ ბრიჯერტონისა და პენელოპი ფეზერინგტონის ისტორია იქნება. მთავარ როლებს სერიალში ლუკ ნიუტონი, ნიკოლა კოჰლანი, ჯონათან ბეილი, სიმონ ეშლი, ფიბი დაინევორი, კლაუდია ჯესი, აჯოა ანდოჰი, ლუკ ტომპსონი და სხვები.
სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მაყურებელი მესამე სეზონს 2023 წელს ნახავს.





