23 აგვისტო 2017, 11:35
სოფიკო ბერიძე
ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი ჩატარდება
კულტურა

გაზიარება
7-10 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები“ გაიმართება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში ფოტოხელოვანებსა და ფოტომოყვარულებს საშუალება ეძლევათ 7 გამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ პერფომანსს დაესწრონ.
ფესტივალზე, რომლის მთავარი თემაა „დღეს/ხვალ“, ფოტოები წარმოდგენილი იქნება კანადიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან.





