14 ოქტომბერი 2020, 21:55
ხათუნა მაისურაძე
ქუთაისი ოპერის თეატრის 52-ე სეზონი ღია ცის ქვეშ გაიხსნა
კულტურა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 52-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი არა სპექტაკლით, არამედ ერთგანყოფილებიანი კონცერტით გაიხსნა, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. „მწვანე თეატრში“ შედგა.




