12 აპრილი 2020, 23:07
ანდრეა ბოჩელიმ მილანის საკათედრო ტაძარში სააღდგომო კონცერტი გამართა. ვიდეო
კულტურა

ანდრეა ბოჩელი
ფოტო: Youtube
გაზიარება
ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ აღდგომის დღესასწაულზე მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში კონცერტი გამართა. მასთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელიმ მიიღო.
ღონისძიების ტრანსლირება ბოჩელის YouTube-ის არხზე განხორციელდება. კონცერტის მოსმენა ყველა მსურველს ახლაც შეუძლია.





