საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება
კულტურა

ფოტო: კულტურული მემკვიდრება/Facebook
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება. ფორუმი ქალაქ თეთრიწყაროში 15 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვარიელონ საგამოფენო სივრცეები, მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, გაეცნონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაციებს.
კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მოიცავს სანახაობრივ და გასართობ პროგრამასაც: სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, სპორტულ ასპარეზობებსა და დასკვნით ნაწილში _ საესტრადო კონცერტს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყობა.





