რობერტ პატინსონი ბეტმენის როლის შემსრულებლის მთავარი კანდიდატი გახდა
კულტურა

რობერტ პატინსონი
ფოტო: Shutterstock
მსახიობი რობერტ პატინსონი მეტ რივზის ფილმში ბეტმენის როლის შემსრულებლის მთავარი კანდიდატი გახდა. ამის შესახებ გამოცემა Variety საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად მსახიობთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
როლზე დამტკიცების შემთხვევაში 32 წლის პატინსონი ბეტმენის როლის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდება.
კინოკომპანია Warner Bros.-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ფილმის გადაღება, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დაიწყება, პრემიერა კი 2021 წლის 25 ივნისს არის დანიშნული.
სხვადასხვა დროს ბეტმენის როლი ადამ უესტმა, მაიკლ კიტონმა, ჯორჯ კლუნიმ, ველ კილმერმა, კრისტიან ბეილმა და ბენ აფლეკმა შეასრულეს, რობერტ პატინსონს კი პოპულარობა ვამპირების შესახებ გადაღებულმა ფილმმა „ბინდმა“ მოუტანა.





