Imedi
სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი და ოქრო აღმოაჩინეს
ეკონომიკა

სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტში სომხეთისა და რუსეთის მოქალაქების ავტომობილები, მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს. შედეგად კი არადეკლარირებული საქონელი - 5200 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ პირებს ბარგში ასევე აღმოაჩნდათ სხვა არადეკლარირებული საქონელიც: ალკოჰოლური სასმელები (კონიაკი 18 ლიტრი, ღვინო 24.75 ლიტრი), და კოსმეტიკური ლაქი (72 ც).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, 1000 ლარი ჯარიმა შეეფარდა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს - ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სადახლოს გამშვებ პუნქტში მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროც აღმოაჩინეს. ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქეს სხეულის სკანირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 128.57 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულება 7243 ლარია, შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე 7,243 ლარით დაჯარიმდა.





