30 მარტი 2017, 21:29
imedi
ლარი მცირედით გამყარდა
ეკონომიკა

გაზიარება
დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4452 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.4472 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0020 ლარი შეადგინა.
1 ევრო 2.6266 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.6408 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 31 მარტიდან შევა ძალაში.





