27 ნოემბერი 2018, 14:26
კახაბერ კუპატაძე
ახმეტის სოფელ მატანში სპორტკომპლექსი გაიხსნა
ეკონომიკა

ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტკომპლექსი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ეზო. მოეწყო მინი სტადიონი და 1-კილომეტრიანი გზა დააგეს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება მილიონ-ნახევარი ლარია.
სპორტკომპლექსის სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.





