ბელგრადში ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 16-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 16-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას.
გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს.



