21 ნოემბერი 2018, 13:16
კახაბერ კუპატაძე
თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გაზიფიცირებულია
ეკონომიკა

ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი: ლალისყური, ფშაველი და ლაფანყური უკვე სრულად გაზიფიცირებულია. ამ სოფლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დღეს დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 57 255 მეტრის გაზსადენი. ამ სამუშაების შედეგად , 1286 აბონენტს გაზიფიცირების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.
მოსახლეობას განსაზღვრული 400 ლარის დაფარვის და 16 თვეზე გადანაწილების საშუალებაც ეძლევა.
2013 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 93 სოფლის 22 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცა.





